სოზარ სუბარი: დღეს რომ დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ, ეს არის სწორედ იმ ადამიანების დამსახურება, ვინც თავი გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის 9 აპრილს

“დღეს რომ დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ, ეს არის სწორედ იმ ადამიანების დამსახურება, ვინც თავი გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის 9 აპრილს, აფხაზეთში, სამაჩაბლოში”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომელიც 9 აპრილის მემორიალთან იმყოფებოდა.

მისი თქმით, 9 აპრილი არის ერთიანობის სიმბოლო.

„მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად გვცემეს, ძალიან მძიმე ღამე გადავიტანეთ, ისეთ სიტუაციაში მოვყევი, დილამდე არ ვიცოდი, რომ ადამიანები იყვნენ გარდაცვლილნი. დილით პირველმა მერაბ კოსტავამ მითხრა, რომ ძალიან ბევრი ადამიანია გარდაცვლილი და ზუსტი რაოდენობა არ ვიცითო. ძალიან მძიმე იყო ეს განცდა, თუმცა, დღეს რომ დამოუკიდებლები და თავისუფლები ვართ, ეს არის სწორედ იმ ადამიანების დამსახურება, ვინც თავი გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის 9 აპრილს, აფხაზეთში, სამაჩაბლოში. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც საქართველო იქნება ერთიანი და მთლიანი. 9 აპრილი არის ერთიანობის სიმბოლო, მთელი ერი იყო ერთიანი, მიუხედავად პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებისა, ეს ერთიანობაა სწორედ, რაც გვჭირდება გარე მტერთან ბრძოლაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები