აბაშის ორ სოფელში, მარანსა და ტყვირში, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მარანსა და ტყვირში, კორონავირუსის შემთხვევათა მატების გამო, მასობრივი თერმოსკრინინგი და ტესტირება მიმდინარეობს.

დღეს 200-მდე ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება და 30 შემთხვევაში პასუხი დადებითია.

ეპიდემიოლოგთა ჯგუფებთან ერთად, თერმოსკრინინგის ჩატარების პროცესში სამართალდამცავებიც მონაწილეობენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფლების ჩაკეტვაზე ჯერ საუბარი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები