ხამისკურში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საქირიოში გზის რეაბილიტაციის მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის შესაბამისად, დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ნაპირდამცავი გაბიონი.
“ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.
სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 161995 ლარია.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე – მახარე ჩოკორაია და ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი – ზაზა ბუკია გაეცნენ.
ხამისკურში, პარალელურად, 1.8-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.