გიორგი ხელაშვილი: კონსტრუქციული საუბრის ყველაზე შესაფერისი ადგილი იყო, არის და იქნება საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის, ჯორჯ კენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ხელაშვილის თქმით, კონსტრუქციული საუბრის ყველაზე შესაფერისი ადგილი პარლამენტია.

„კენტი სავსებით მართალია. ეს უკვე დიდი ხანია, გრძელდება და ჩვენ მუდმივად მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, კონსტრუქციულ საუბარში ჩაერთონ. ამ კონსტრუქციული საუბრის ყველაზე შესაფერისი ადგილი იყო, არის და იქნება საქართველოს პარლამენტი. „ქართული ოცნება“ ყოველთვის მოქმედებდა კანონის, კონსტიტუციისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიხედვით. შესაბამისად, კრიზისის არანაირი პროვოცირება არ გაგვიკეთებია არასდროს და არც გავაკეთებთ. პირიქით, ყველა ჩვენი ნაბიჯი მიმართული იყო ამ ხელოვნური კრიზისის მაქსიმალური და სწრაფად მოგვარებისკენ“, – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ, ჯორჯ კენტმა „თურქიშ ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა – “თითოეულმა მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები კომპრომისისკენ და შეთანხმდნენ თამაშის წესებზე წინ წასაწევად, რათა საქართველო იყოს ფოკუსირებული ეროვნულ გამოწვევებზე, ნაცვლად პარტიული საკითხებისა”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები