დავით სერგეენკო: მოსახლეობის 60 პროცენტის აცრის გეგმა არსებული ტემპებით რთული შესასრულებელი იქნება
“გეგმა, რომელიც არის მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა, რა თქმა უნდა, არსებული ტემპებით რთული იქნება”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის შედეგი შემოდგომაზე გამოჩნდება.
გეგმა, რომელიც არის მოსახლეობის 60 პროცენტის აცრა, რა თქმა უნდა, არსებული ტემპებით რთული იქნება, რომ იყოს მოცული, თუმცა მაგალითად მე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გუშინ ავიცერი. თავიდან, როცა 55 წელზე ჩამოიწია, დარეგისტრირება ვერ შევძელი, რადგან ყველა ადგილი შევსებული იყო. გუშინ „რესპუბლიკურში“ კაბინეტების რაოდენობა გაიზარდა და, ამდენად, აცრის გაკეთება შევძელი. დინამიკა არის მზარდი. ის, რომ დღევანდელი ტემპებით გეგმის შესრულება ვერ მოხერხდება, არ ნიშნავს, რომ მთლიანად ასე იქნება. ვაქცინების რაოდენობა გაიზრდება და გაიზრდება საიტების რაოდენობა. რეალურად, მთელს მსოფლიოშია ტენდენცია, როცა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ამის მოლოდინები და პროგნოზები არსებობდა. ამისგან დაცვა არის ნიღაბი, დისტანცია, ხელების დამუშავება და მობილობის შემცირება. მეორე მხრივ, ვაქცინაცია რომ დავიწყოთ დღეში სამი-ხუთი ათასი კაცის ვაქცინირება, შედეგი შემოდგომისკენ იქნება. ასე რომ, ეს თვეები არის საფრთხილო”, – განაცხადა სერგეენკომ.