ამირან გამყრელიძე: “ბრიტანული შტამის“ 80-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს ლაბორატორიულად იდენტიფიცირებული, თუმცა, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში „ბრიტანული შტამის“ ლაბორატორიულად დადასტურებული 80-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

მისივე თქმით, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია.

„ცირკულირებს ახალი შტამი. ჩვენ დაახლოებით ლაბორატორიულად 80-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს იდენტიფიცირებული, მაგრამ ეს არის, რაც ლაბორატორიულად იდენტიფიცირდა, რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია. სხვადასხვა შეფასებითი მაჩვენებლით, მათ შორის, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის მაჩვენებლებით, რაც ჩვენ მოგვდის, დღეს ძირითადად „ბრიტანული შტამის“ ცირკულაცია საერთო ცირკულირებიდან დაახლოებით 20-30%-ის ფარგლებშია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები