თორნიკე რიჟვაძე: მოვუწოდებ ზონალურ საბჭოს, გაითვალისწინონ ის სულისკვეთება, რაც იყო ბათუმის ბულვარის მორატორიუმთან მიმართებაში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს მიმართა, რომ გაიზიარონ სულისკვეთება ბათუმის ბულვარის მორატორიუმთან მიმართებით და გააძლიერონ რეაბილიტაციისა და რესტავრაციის ხაზი.
,,მინდა, მოვუწოდო აჭარის კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს, რომ გაითვალისწინოს ის სულისკვეთება, რაც იყო ბულვარის მორატორიუმთან მიმართებით და მინდა, ვთხოვო, რომ მეტად გააძლიერონ როგორც რეაბილიტაციის, ისე რესტავრაციის ხაზი და პრაქტიკულად უნდა გამოირიცხოს, რომ ძველ ბათუმში ჩვენ გვქონდეს რაიმე ტიპის ქაოტური განაშენიანება. დარწმუნებული ვარ, ზონალური საბჭოს წევრებიც ამ ჩემს მოწოდებას გაითვალისწინებენ”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები