ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია – “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშში ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,,

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ანგარიშს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

“რეგიონული კვირა” მას უცვლელად გთავაზობთ:

“მოგახსენებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებსა და ადმინისტრაციაში დასაქმებულ მოხელეებზე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისათვის დანამატები აღნიშნულ პერიოდში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების სრული დაცვით, ,,საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლისა და 34-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად გაიცა.
გარდა ამისა, ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ზვიად ჭუნაშვილის 2020 წლის თანამდებობრივი სარგოს-დანამატის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს – ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში დანამატის ოდენობა განსაზღვრულია 10 050 ლარით, რეალურად კი აღნიშნული, ჯამურად, შეადგენს 6 250 ლარს”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები