თეა წულუკიანი: რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა სწორედ სერგი კაპანაძეების, ბათუ ქუთელიებისა და სხვების უპასუხისმგებლო განცხადებებს, ტყუილს ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ

“რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა სწორედ სერგი კაპანაძეების, ბათუ ქუთელიებისა და სხვების უპასუხისმგებლო განცხადებებს, ტყუილს ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი სერგი კაპანაძეები დღეს უკვე დააჯდნენ პირდაპირ უსირცხვილოდ და ყოველგავრი შეფარვის გარეშე რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც მას არასოდეს ჩაუდენია.

„ჩვენ გახსოვს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი დავა ცარიელი ფურცლები და ნაწერი აღმოჩნდა. იუსტიციის სამინისტროში, რომელსაც რვა წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი, იუსტიციის გუნდთან, პროკურატურასთან, თავდაცვასთან და სხვა ძალოვან უწყებებთან ერთად, მრავალი წლის მერე მოგვიწია ნაწილ-ნაწილ მტკიცებულებების შეგროვება ჩვენ ქართველი ჯარისკაცისა და ჩვენი ჯარის, სახელმწიფოს, სამშობლოს სიმართლე დავამტკიცეთ რამდენიმე თვის წინ სტრასბურგის სასამართლოში, სადაც რუსეთს დავა პირწმინდად მოვუგეთ. რუსეთის ნარატივი ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის იყო ხოლმე, თითქოს ჩვენმა ჯარმა კასეტური ბომბები და სხვა იარაღი გამოიყენა, რათა ცხინვალი დაებომბა. ჩვენ ეს ნარატივი, გეგმა მთლიანად ჩავუშალეთ რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ იყენებდა სწორედ სერგი კაპანაძეების, ბათუ ქუთელიების და სხვების უპასუხისმგებლო განცხადებებსა, ტყუილს ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ. მე მახსენდება ასევე საქართველოს პარლამენტში მთავრობის მოსმენები, სადაც სერგი კაპანაძე, ბოკერია და სხვები გამოდიოდნენ და არც კი რცხვენოდათ, ისე აცხადებდნენ, თითქოს იუსტიციის სამინისტრო, ჩემი ხელმძღვანელობით, ქართულ ჯარს არ იცავდა სათანადოდ. სინამდვილეში, მათ არამც თუ მიატოვეს დაღუპული ჩვენი ჯარისკაცები მაშინ აგვისტოში, ბრძოლის ველზე, მტკიცებულებებიც კი არ შეაგროვეს იმისთვის, რომ ჩვენ დავის დაცვა შეგვძლებოდა რუსეთის წინააღმდეგ. „ისკანდერიც“ კი გაიტანეს ქვეყნიდან აგვისტოში 2008 წლისა, რომელიც ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდებოდა ბევრი წლის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ. ასეთი სერგი კაპანაძეები დღეს უკვე დააჯდნენ პირდაპირ უსირცხვილოდ და ყოველგავრი შეფარვის გარეშე რუსულ ნარატივს და ქართულ ჯარს ადანაშაულებენ იმაში, რაც მას არასოდეს ჩაუდენია“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები