აფხაზეთში გარდაცვლილთა რიცხვმა 216-ს მიაღწია – როგორია კოვიდსტატისტიკა ოკუპირებულ რეგიონებში
ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით სულ 216 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ბოლო ერთ დღეში ვირუსი კიდევ 34 ადამიანს დაუდასტურდა, რაც, ჯამურად, 13 576 ინფიცირებულს შეადგენს.
გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 38 ადამიანი მკურნალობს, მათგან 11-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმის საავადმყოფოში 32 კოვიდპაციენტია; ოჩამჩირის – 11; გაგრის – 5; ტყვარჩელის – 2.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთში ეპიდვითარებას.
როგორც ე.წ. მთავარი სანიტრის მოადგილემ, ანა გაგლოევამ თქვა, ბოლო ერთ დღეში ვირუსის მხოლოდ 4 შემთხვევაა გამოვლენილი, რაც პანდემიის დაწყებიდან 3244-ე ინფიცირებულს შეადგენს.