დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირველ ყოვლისა, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ ყურადღებისთვის, გზავნილებისთვის, კომენტარებისთვის, რასაც კლინიკაში ყოფნის პერიოდში ვიღებდი. ეს დადებითი ემოცია და ჩემი თანაქალაქელების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. კიდევ ერთხელ, პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა მომდევნო პერიოდში ყოველდღიური შრომითა და ზრუნვით მეტი გავაკეთო თბილისის განვითარებისა და გალამაზებისთვის. რა თქმა უნდა, მინდა, ხაზი გავუსვა იმ თანადგომასა და მხარდაჭერას, რასაც ვგრძნობდი ბოლო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს უწმინდეს, პატრიარქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.