შუახევში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გრძელდება

შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ “კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“უჩამბის ადმინისტრაციული ერთეულის წაბლანის, მოფრინეთის, სამოლეთის, ლაკლაკეთის, ცინარეთის სოფლებში გამართულ კრებებს შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე და საკრებულოს წევრი ედნარ კეჟერაძე ესწრებოდნენ.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, პროგრამა ხელს უწყობს როგორც სოფლად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში თითოეული სოფლისთვის გამოყოფილი თანხა მიზნობრივად დაიხარჯოს და სოფლის პირველი რიგის აუცილებელ საჭიროებებს მოხმარდეს.

შეხვედრებზე, მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით პრიორიტეტულ საკითხებად საცალფეხო ბილიკის მოწყობა, გარე განათების კეთილმოწყობა, სასმელი წყლის რეაბილიტაცია და სანიაღვრე არხის მოწყობა დაასახელა.

სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში სოფლის კრებები ჩატარდა ასევე დღვანის, ოლადაურის, შუბნისა და ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლებში, სადაც მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები მონაწილეობდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები