კულტურის კომიტეტმა გასვლითი სხდომა კასპის მუნიციპალიტეტში გამართა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა გასვლითი სხდომა კასპის მუნიციპალიტეტის ტექნოლოგიურ პარკში გამართა.

როგორც “კვირას” პარლამენტიდან აცნობეს, სხდომამდე კომიტეტის წევრებმა ჯამბაკურ ორბელიანის სასახლე-მუზეუმი მოინახულეს.

სხდომას, დეპუტატებთან ერთად, კასპის, გორის, ქარელის კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“კომიტეტის სხდომის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მწერალ გურამ დოჩანაშვილის ხსოვნას. სხდომაზე კულტურის კომიტეტის ცალკე შექმნის აუცილებლობასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა, ზოგადად, კულტურის მნიშვნელობაზე საქართველოსთვის და მისი პოპულარიზაციის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებზე, დეპუტატებმა მოისმინეს რეგიონში კულტურის მიმართულებით არსებული გამოწვევები და იმსჯელეს არა მარტო მათი მოგვარების გზებსა და საშუალებებზე, არამედ – ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე კულტურის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებში. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა: შემოქმედებით კულტურულ ტურიზმსა და მის განვითარებაზე, ზოგადად რეგიონის განვითარების გეგმაზე, გიდების გადამზადების პროგრამასა და კულტურის მიმართულებით მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე. „სხდომაზე ვისაუბრეთ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ; განვიხილეთ, კულტურის რომელი მიმართულებები არის უფრო მეტად პრიორიტეტული; ვიმსჯელეთ, თუ რა შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის უფრო მეტად ეფექტიანი და შედეგიანი მათი სამომავლო გეგმების განხორიცელებისას”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ სხდომის დასასრულს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი მეზურნიშვილის ინფორმაციით, კომიტეტი გასვლითი სხდომების გამართვას სხვა რეგიონებშიც გეგმავს. „დავიწყეთ აქტიური შეხვედრები რეგიონებში კულტურის აიპ- ების ხელმძღვანელებთან, რათა მოვახდინოთ მონიტორინგი იმ გამოწვევების, რაც პანდემიით მიყენებული ზიანის ფონზე არსებობს, ინფრაქსტრუქტურის ნაწილში რა პრობლემები გვაქვს და რა არის უახლოეს პერიოდში აუცილებლად გადასაჭრელი. ასეთი ტიპის შეხვდრები არის ძალიან ეფექტიანი, ამიტომ, შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გავმართავთ. ვფიქრობ, საკანონმდებლო ორგანო და აღმასეულებელი ხელისუფლება ერთად მოვახერხებთ ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

დღესვე კომიტეტის წევრებმა საქართველოს სახალხო არტისტის, ომარ კელაპტრიშვილის სახლ-მუზეუმი მოინახულეს, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ კავთისხევში მდებარეობს”, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები