აჭარაში სამი სკოლა სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადის

აჭარაში, კორონავირუსის შემთხვევების გამო, სამი საჯარო სკოლა სწავლების ონლაინრეჟიმზე გადადის.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსი ბათუმის ერთ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში გამოვლინდა.

უწყების ცნობით, ეპიდემიოლოგებმა რისკები შეაფასეს და აღნიშნული სკოლების ადმინისტრაციას ონლაინ სწავლებაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცეს.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი ბათუმი მე-10 საბავშვო ბაღშიც გამოვლინდა. სიტუაციას ეპიდემიოლოგები სწავლობენ.

ამასთან, კორონავირუსის გამო, რეგიონის რამდენიმე სკოლის 10 -მდე კლასი დისტანციური სწავლების რეჟიმშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები