საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი – პაატა კვიჟინაძე AstraZeneca- ს ვაქცინით საჩხერის სამედიცინო ცენტრში აიცრა
პარლამენტის საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი – პაატა კვიჟინაძე Astra Zeneca – ს ვაქცინით საჩხერის სამედიცინო ცენტრში აიცრა.
დეპუტატმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია აუცილებელია, რათა ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს.
„აუცილებელია, აიცრას მოსახლეობა, განსაკუთრებით – მოწყვლადი ჯგუფები იმისთვის, რომ ყველაფერი გაიხსნას, დავიწყოთ ტურისტების შემოდინება და ცხოვრება დაუბრუნდეს ჩვეულ რითმს“, – განაცხადა პაატა კვიჟინაძემ.