სალხინოს მამათა მონასტერში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სალხინოს მამათა მონასტერში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
მსახური ბერ-მონაზვნების გაღიზიანება მონასტრის ეზოში იღუმენ გრიგოლ დარსალიას გამოჩენამ გამოიწვია, რომელიც მეუფე სტეფანემ სალხინოს ეკლესიის ახალ წინამძღვრად რამდენიმე დღის წინ დანიშნა.
ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილი ამბოხის ბრალდებით, იქ მოღვაწე რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვა. სასულიერო პირების ნაწილი მეუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ,,უკანონოს,, უწოდებს და აცხადებს, რომ მიტროპოლიტს არ დაემორჩილება. მათ მიმართვა გაგზავნეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან. ისინი ითხოვენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარდეს სინოდის სხდომა.
თავის მხრივ, სალხინოს ეკლესიის ახლადდანიშნული მოძღვარი, გრიგოლ დარსალია აცხადებს, რომ ის მეუფის ლოცვა-კურთხევით იმყოფება მონასტერში, სადაც წირვა უნდა აღავლინოს, ხოლო დაპირისპირებულ მხარეს სინანულისკენ მოუწოდებს.