ქარელში ასფალტირების სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა შეაფასა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა – ზაზა გულიაშვილმა ქარელში ყაზბეგის ქუჩის მეორე ნაწილის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა.

ამის შესახებ “კვირას” ქარელის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

“ამჟამად, მიმდინარეობს საფუძვლისა და საფარის ქვედა ფენის მოწყობა მსხვილმარცვლოვანი ასფალტო-ბეტონით. სულ დაიგება1 კილომეტრი გზის საფარი.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რაზეც გაიხარჯება 444 800 ლარი.
სამუშაოებს ასრულებს შპს ,,იბოლია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები