„საქართველო მომავალს ევროკავშირში ხედავს“

   საქართველოს პრემიერ – მინისტრმა ბრიუსელში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტისას სააგენტო “როიტერს” ინტერვიუ მისცა. ღარიბაშვილმა ინტერვიუში საქართველოს ევროპულ არჩევანზე, რუსეთთან ურთიერთობაზე და ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა „როიტერთან“ განმარტა, რუსული წნეხი საქართველოს ვერ აიძულებს, გადაუხვიოს თავის მიზანს, გახდეს ევროკავშირის წევრი. მისი თქმით, საქართველომ მკაფიოდ განაცხადა, რომ ევროკავშირისა და ნატოს წევრობა სურს.
ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო მომავალს ევროკავშირში ხედავს.
როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, საქართველოსა და ევროკავშირის 28 ქვეყანას შორის ხელშეკრულება არა უგვიანეს აგვისტოში დაიდება.
„საქართველო, 4.5-მილიონიანი ქვეყანა, რომელიც კასპიის ზღვიდან ევროპისკენ მიმავალ ნავთობისა და გაზის სატრანზიტო გზაზე მდებარეობს, უკრაინასთან შედარებით ნაკლებად არის დამოკიდებული რუსეთზე და მოსკოვსაც ნაკლები ბერკეტები აქვს მასზე ზეგავლენის მოსახდენად. მოვისმინეთ უამრავი შეშფოთება რუსეთის მხრიდან პოტენციურ რისკებთან, საფრთხეებსა და ზეწოლასთან დაკავშირებით (სანამ ხელშეკრულება გაფორმდება) და მრავალჯერ გავიგონეთ, როგორ ადარებენ ერთმანეთს საქართველოსა და უკრაინას, მაგრამ უკრაინა სულ სხვა ამბავია, აბსოლუტურად სხვა,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები