მოძრაობის თეატრის პროექტის ფარგლებში, 6-7 აპრილს, ახალციხეში,  იოსებ ბაკურაძის სპექტაკლის “წყურვილის” პრემიერა გაიმართება(ფოტო)

მოძრაობის თეატრის პროექტის ფარგლებში, 6-7 აპრილს, ახალციხეში,  იოსებ ბაკურაძის სპექტაკლის “წყურვილის” პრემიერა გაიმართება.

აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით, მოძრაობის თეატრმა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, პროექტის “ინტერნაციონალური კულტურა ინტეგრაციისთვის” განხორციელება დაიწყო.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში, მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა იოსებ ბაკურაძემ, მესხეთის თეატრში, ამერიკელი დრამატურგის იუჯინ ონილის პიესა “წყურვილი” დადგა. ეს არის სპექტაკლი ენობრივი ბარიერის გარეშე, ნებისმიერი ეროვნების მაყურებლისთვის.

პროექტი სულ სამ ეტაპს მოიცავს. მე-2 ეტაპის ფარგლებში, მოძრაობის თეატრის წარმომადგენლებმა ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ახალციხეში  მასტერკლასები ჩაატარეს შემდეგი მიმართულებით:  თანამედროვე თეატრი და სასცენო ხელოვნება,  სანდრო ნიკოლაძის Jam Session-ის მასტერკლასი,  ღონისძიებების PR და მარკეტინგი, სოციალური მედიის მენეჯმენტი, ივენთ მენეჯმენტი.

მე-3 ეტაპის ფარგლებში,  12, 13, 14 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის 3 მუნიციპალიტეტში – ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე ქართულ-ამერიკული მიუზიკლის “თამადა მანჰეტებზე” გასტროლი შედგება.

ამერიკელმა რეჟისორმა, პოლ გორდონ ემერსონმა, ბროდვეის სტილში დადგმული მიუზიკლი “თამადა მანჰეტენზე” Tamada in Manhattan მოძრაობის თეატრში, აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით დადგა. ეს არის ვაშინგტონის თეატრის Сompany E-ს და მოძრაობის თეატრის ერთობლივი ნამუშევარი, რომელიც დაიდგა ამერიკული და ქართული თეატრის კოლაბორაციის პროექტის ფარგლებში.

პროექტის მიზანია მოძრაობის თეატრის, როგორც მრავალ პროფილიანი ინტერნაციონალური კულტურის ცენტრის კონცეფციის გაზიარება, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონისთვის. მრავალი წელია მოძრაობის თეატრის სხვადასხვა ტიპის ღონისძიებაზე სხვადსხვა ეროვნების მაყურებელი იყრის თავს და თბილისში ერთგვარ ინტერნაციონალურ კულტურის ცენტრად იქცა.  მოძრაობის თეატრის კონცეფციის გაზიარება ადგილობრივ ახალგაზრდებს დაეხმარება ისეთი ღონისძიებების დაგეგმვაში, სადაც ყველა ეროვნების ადამიანი შეძლებს თავმოყრას, რაც ხელს შეუწყობს ინტეგრაციის პროცესს.

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში / Funded through the Alumni Grants Program, U.S. Embassy in Georgia

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები