ირანში კორონავირუსის მეოთხე ტალღაა
ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, სილა სადათ ლარის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეოთხე ტალღა დაიწყო.
მისი თქმით, ინფიცირების გაზრდილი რაოდენობა უკავშირდება ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებულ დღესასწაულს, როდესაც ორი კვირის განმავლობაში მოსახლეობა რეგიონების მასშტაბით ნათესავებთან გადაადგილდებოდა.
5 აპრილს ირანში ინფიცირების 13 890 შემთხვევა გამოვლინდა, რაც დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, მაშინ ანტირეკორდი 14 051 ინფიცირებულს შეადგენდა.
პანდემიის დაწყებიდან ირანში 1 945 964 ინფიცირებულია, 63 332 პირი გარდაიცვალა, 1 658 978 გამოჯანმრთელდა.