ლევან იოსელიანი: დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ვფიქრობ, რომ გამართულია
”მოქალაქეების” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დოკუმენტი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა პოლიტიკურ მხარეებს შესთავაზა, გამართულია.
მისივე თქმით, გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აღმოაჩნდათ პასუხისმგებლობა, თავიანთ ინტერესზე წინ ქვეყნის ინტერესი დაეყენებინათ.
“მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტი ორ ფეხზე მდგომი და გამართულია, სადაც საუბარია ქვეყნის ინსტიტუციურ რეფორმებზე, სასამართლოს რეფორმასა და პროკურატურის რეფორმაზე. ეს ყველაფერი კი ჩემთვის არ არის სიკოჭლის მანიშნებელი. გულდასაწყვეტია, რომ პოლიტიკურ პარტიებს არ აღმოაჩნდათ პასუხისმგებლობა, თავიანთ ინტერესზე წინ, ქვეყნის ინტერესი დაეყენებინათ”, – აცხადებს ლევან იოსელიანი.