არგენტინის პრეზიდენტი რუსული ვაქცინით აცრიდან ორი თვის შემდეგ კორონავირუსით დაინფიცირდა

არგენტინის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი რუსული ვაქცინით – “სპუტნიკV”-ით აცრის შემდეგ, ორ თვეში კორონავირუსით დაინფიცირდა.

როგორც ფერნანდესმა სოციალურ ქსელში დაწერა, ტესტის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და თავის ტკივილს უჩიოდა.

მისი თქმით, ამჟამად იზოლირებულია და პირადი ექიმის ინსტრუქციას ითვალისწინებს, ასევე, დაუკავშირდა ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ბოლო 48 საათში ჰქონდა შეხება.

ფერნანდესის მედიკოსთა ჯგუფი აცხადებს, რომ 62 წლის პრეზიდენტის მდგომარეობა სტაბილურია, უსიმპტომო, პარამეტრებია ნორმის ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები