კახა კალაძემ კლინიკა დატოვა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ კლინიკა დატოვა.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, თავს კარგად გრძნობს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მკურნალობას სახლში გააგრძელებს.
“მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა, ვინც ჩართული იყო ჩემს მკურნალობაში. ჯანმრთელობის მდგომარეობას, რაც შეეხება თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში მკურნალობა სახლში უნდა გავაგრძელო”, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერმა რამდენიმე დღის წინ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ ის თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო კვლევებისთვის იმყოფებოდა. კარდიოლოგის, პროფესორის, ზურაბ ფაღავას ინფორმაციით კი, კახა კალაძეს ე.წ. ვესტიბულოპათია აღენიშნებოდა.