სალომე სალუქვაძე: არავის უხარია “კომენდანტის საათი” ან სხვა შეზღუდვა, მაგრამ ყველა, მათ შორის ყველაზე მტკივნეული, ემსახურება უფრო დიდი, პირველ რიგში ადამიანური დანაკარგის თავიდან აცილებას

“არავის უხარია “კომენდანტის საათი” ან სხვა შეზღუდვა, მაგრამ ყველა, მათ შორის ყველაზე მტკივნეული, ემსახურება უფრო დიდი, პირველ რიგში ადამიანური დანაკარგის თავიდან აცილებას”, – ამის შესახებ ფეისბუქმომხმარებელი სალომე სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“არ დამეზარა და მოვიძიე ინფორმაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული კომენდანტის საათების შესახებ. მესმის, რომ ყველა ინდივიდს, საზოგადოებას და ქვეყანას თავისი საჭიროებები აქვს, მაგრამ არის თემები (მაგ. მსოფლიო პანდემია), რომელსაც ვერ გააანალიზებ და შეაფასებ ვიწრო ეროვნულ კონტექსში, სწორედ ამიტომ დაკვალიფიცირდა როგორც პანდემია. ამიტომ ნებისმიერი შეზღუდვა, წარმატება თუ წარუმატებლობა სხვა შემთხვევებთან შედარებით და ფართო კონტექსტში უნდა იყოს აღქმული. არავის უხარია კომენდანტის საათი ან სხვა (არაერთი) შეზღუდვა, მაგრამ ყველა შეზღუდვა, მათ შორის ყველაზე მტკივნეული, ემსახურება უფრო დიდი (პირველ რიგში ადამიანური) დანაკარგის თავიდან აცილებას. ავსტრია – კომენდანტის საათი საღამოს 8 საათიდან დილის 6 საათამდე. გარდა ამისა, ზოგიერთ რეგიონში და ვენაში აღდგომასთან დაკავშირებით, 1-დან 11 აპრილამდე სახლში ყოფნის მოთხოვნა 24/7 ბელგია – ბრიუსელში კომენდანტი 10-დან 6 საათამდე კვიპროსი – 11-დან 5 საათამდე ჩეხეთი – 9-დან 5 საათამდე საფრანგეთი – საღამოს 7 საათიდან დილის 5 საათამდე (1 საათით გადაწიეს, აქამდე საღამოს 6 საათიდან იყო) გერმანია – ბერლინში 6 აპრილიდან 9-დან 5 საათამდე საბერძნეთი – 24 საათი სახლში ყოფნის მოთხოვნა. დამატებით, ღამე კომენდანტის საათი 9-დან 5 საათამდე უნგრეთი – 8-დან 5 საათამდე იტალია – 10-დან 5 საათამდე ლიტვა – კომენდანტის საათი არ არის, მაგრამ სახლიდან გასვლა დღის განმავლობაში მხოლოდ აუცილებელი მიზეზით შეიძლება ლუქსემბურგი – 11-დან 6 საათამდე ნიდერლანდები – 10-დან 4:30-მდე პორტუგალია – რეგიონების მიხედვით სხვადასხვა დროს, აღდგომასთან დაკავშირებით მხოლოდ აუცილებელი მიზეზით შეიძლება სახლიდან გასვლა რუმინეთი – საღამოს 8 საათიდან სლოვაკეთი – 8-დან 1 საათამდე სლოვენია – 10-დან 5 საათამდე ესპანეთი – 11-დან 6 საათამდე”,- წერს სალუქვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები