ლილოს დასახლებაში, ბინაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ლილოს დასახლებაში, ბინაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, თენგიზ სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა. დაღუპულია შუახნის ქალი. აფეთქების შედეგად ქალმა მძიმე დაზიანებები მიიღო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აფეთქება რვასართულიანი სახლის მეოთხე სართულზე მოხდა. მაშველებმა სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.