მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა არქიმანდრიტი ათინოგენი ​სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, რამდენიმე სასულიერო პირს კი მღვდელმსახურება აუკრძალა

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლოცვა აღავლინა.

ქადაგებისას მან რამდენიმე სასულიერო პირისთვის მღვდელმსახურების უფლების აკრძალვის შესახებ ბრძანება წაიკითხა.

„ბრძანება N 6 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობილ ამბოხში მონაწილეობისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელისთვის განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი), რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგო ქმედებებს. ამიერიდან მას აღარ ეწოდება არქიმანდრიტი ათინოგენი, არამედ მონაზონი ათინოგენი მდივანი. ამავე დანაშაულებებისთვის აეკრძალოს მღვდელმსახურება იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელს მირიან (მესხაძე), მღვდელმონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი), დიაკონ ანანია (კალანდიას) საჯაროდ გამოთქმული სინანული შეიძლება იქცეს მათთვის მღვდელმოქმედების უფლებების დაბრუნებისა. ხოლო რაც შეეხება მონაზონ ათინოგენს მისთვის მღვედმოქმედების დაბრუნება ამიერიდან შეუძლებელია. თუმცა უფლება აქვს მოინანიოს თავისი ცოდვები და ეზიაროს“,- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები