კორონავირუსით ინფიცირებული ორი მცირეწლოვანი გურიიდან ბათუმის კლინიკაში გადაიყვანეს
გურიაში სკოლები და საბავშვო ბაღები მაღალი რისკის გამო დახურეს. მასობრივი ტესტირების საფუძველზე რეგიონში კოვიდინფექციის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულებიდან 2 მცირეწლოვანია, ისინი ბათუმში კლინიკაში გადაიყვანეს.
გურიის რეგიონში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება და თერმოსკრინინგი გრძელდება.