გოგი მეშველიანმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გოგი მეშველიანმა საპატრიარქოს ფონდ „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით მცხეთაში, სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორიაზე 700-მდე 30 სახეობის დეკორატიული მცენარის დარგვაში მიიღო მონაწილეობა.
“მსგავსი ტიპის აქციები ძალიან მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის”,- განაცხადა გოგი მეშველიანმა.
გამწავანების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და შალვა კერესელიძესთან ერთად.