გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა
გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული. ოჯახის ახლობელის, მამა იოანეს თქმით, დოჩანაშვილი მართვით სუნთქვაზე იყო და მას ფილტვების პრობლემა ჰქონდა.
გურამ დოჩანაშვილის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებია: „სამოსელი პირველი”, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, „იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი”, „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება, ანუ მესამე ძმა კეჟერაძე”, „ვატერ(პო)ლოო ანუ აღდგენითი სამუშაოები” და სხვა.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.