თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ მე, რამდენი უნდა მედავოთ, ამდენი წელია არ მიშვებთ საქართველოში და კიდე მე მეზომებით, ეს ხომ ნიშნავს რომ არარაობები ხართ, ეს ხომ ხაზს უსვამს თქვენს სიმცირეს, რომ თქვენ არ გიყვართ საქართველო, გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა, – ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
მისი თქმით, მტერი, რომელიც შემოდის ტერიტორიაზე, არ ხდება სტუმარი იმის გამო, რომ ვიზა ან პასპორტი აქვს.
,,დაიწყეს ლაპარაკი, პოზნერი არის ამერიკელი, პოზნერი არის ასეთი, ჯერ ერთი მაგ დელეგაციაში მთავარი იყო არა პოზნერი, არამედ ,,ტას”-ის გენერალური დირექტორი და მას არამხოლოდ ეკრძალება უკრაინაში შემოსვლა, არამედ ,,ტას”-ის საიტზე ვერ შეხვალ უკრაინაში და ეს აკრძალულია, რადგან ,,ტას”-ი არის სააგენტო, რომელიც ამართლებს ყველა უმსგავსობას, რაც ჩადენილია რუსეთის მიერ საქართველოს და სხვა ქვეყნების მიერ. მეორე – ,,სპუტნიკი”, სპეციალურად შექმნილი რადიო, რომელსაც ივანიშვილმა მისცა ლიცენზია საქართველოში მაუწყებლობის და რომელიც აკრძალულია უკრაინაში, რომელიც ზუსტად ემსახურება ძირგამომთხრელ საქმიანობას, ბოლომდე მორალის შერყევას რუსეთის მეზობელ ქვეყნებში – იმის ვიცეპრეზიდენტი ჩამოვიდა. ჩამოვიდნენ პუტინთან დაახლოებული სხვა ოლიგარქები, ესენი არიან ჰიბრიდული ომის წინა ხაზის მებრძოლები და უბრალოდ ჯარისკაცები კი არა გენერლები, ესენი არიან საქართველოს დაუძინებელი მტრები, ზოგს შეიძლება ისრაელის პასპორტი აქვს და ზოგს ამერიკის, მაგრამ არცერთია ისრაელის შვილი და არც მეორე ამერიკის, ყველანი ბედკრული რუსეთის შვილები არიან. ივანიშვილის ბოტებმა ატეხეს ამბავი, რომ ვაჟა-ფშაველა, ,,ეს სტუმარია დღეს ჩვენი”, არაა სტუმარი, ესაა ის ადამიანი, მათ შორის პოზნერი, რომელიც გორბაჩოვთან ერთად პუტინმა გამოაგორა 2008 წელს, ეს არის ძველი ,,კაგებეშნიკი”, საქართველოს დაუძინებელი მტერი. ერთი მხრივ, ,,ნაციონალურ მოძრაობას” ადანაშაულებენ ყველაფერში და მეორე მხრივ, ამბობენ, როგორ შეიძლებოდა სტუმრის არშემოშვება. დიახ, სტუმარს უნდა მოეპყრო როგორც სტუმარს და მტერს, როგორც მტერს.
მტერი, რომელიც შემოდის ტერიტორიაზე არ ხდება სტუმარი იმის გამო, რომ ვიზა ან პასპორტი აქვს. და ბოტებს მისცეს დავალება, რომ, აბა, სააკაშვილმა რომ ჩამოიყვანა საბჩაკი, საბჩაკი არის პუტინის წინააღმდეგ მებრძოლი მთელი ეს წლები და მეორეც, თქვე საცოდავებო, რამდენი უნდა მომეზომოთ მე, რამდენი უნდა მედავოთ, ამდენი წელია არ მიშვებთ საქართველოში და კიდე მე მეზომებით, ეს ხომ ნიშნავს, რომ არარაობები ხართ, ეს ხომ ხაზს უსვამს თქვენს სიმცირეს, რომ თქვენ არ გიყვართ საქართველო, გეზიზღებათ თქვენი ქვეყანა, თქვენ ხართ მოღალატეები საქართველოსი. 2008-ში, როცა გორბაჩოვი გამოვიდა, მე მას სულ კუდით ქვა ვასროლინე ,,სიენენ”-ზე მთავარ შოუში ლარი კინგის, სულ სამარცხვინო ვეძახე და ბოლომდე მოვაკეტინე, პოზნერს მაშინ ვერ მივწვდი იმიტომ, რომ პოზნერი და გორბაჩოვი ერთად იყვნენ. ახლა ის, რაც მე დავაკელი მაშინ, ქართველმა ახალგზარდებმა შეუსრულეს ამ პოზნერს და რუს პროპაგანდისტებს და ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით. ერთი მხრივ, გული მერევა, როცა ვუყურებ ივანიშვილის შნირებს, ამ მართლა ავადმყოფ არარაობებს და მეორე მხრივ, ძალიან ვამაყობ ჩვენი ახალგაზრდობით, პატრიოტული სულით და ქართველობით, ყველაფერი კარგად იქნება,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.