კახა კალაძე: არჩილ ტატუნაშვილის ისტორია ნათლად ასახავს ტრაგიზმს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება მისი ძირძველი ტერიტორიების ოკუპირების გამო

“არჩილ ტატუნაშვილის ისტორია ნათლად ასახავს ტრაგიზმს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება მისი ძირძველი ტერიტორიების ოკუპირების გამო”, –ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის მერი, კახა კალაძე წერს.

მისი თქმით, საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი სახელმწიფო.

„არჩილ ტატუნაშვილი დღეს 38 წლის გახდებოდა. ამ ადამიანის ისტორია ნათლად ასახავს ტრაგიზმს, რომელშიც ჩვენი ქვეყანა იმყოფება მისი ძირძველი ტერიტორიების ოკუპირების გამო და, ამავდროულად, ყველას კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენ გაუტეხელნი ხალხი ვართ და მტერი თავს ვერ დაგვახრევინებს.

ჩვენ აუცილებლად შევძლებთ საქართველოს გამთლიანებას და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ეს არის ჩვენი ვალი ამ ქვეყნის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე. ეს არის ჩვენი ვალი ყველა იმ ადამიანის ხსოვნის წინაშე, ვინც შეეწირა ამ ისტორიულ უსამართლობას.

საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი სახელმწიფო!“, – წერს კახა კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები