ალეკო ელისაშვილი: მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული იყო პარტია “ლელო”

პარლამენტის წევრის, პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული იყო პარტია “ლელო”.

ამის შესახებ ელისაშვილმა ,,რუსთავი 2″-ის ეთერში ისაუბრა.

“მოლაპარაკების პროცესში ერთ-ერთი ყველაზე დესტრუქციული იყო პარტია “ლელო”. გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს. ახლა მოხდება ლუსტრაცია, ვინ აკეთებს რუსეთის საქმეს და ვის უნდა რეალურად ამერიკისა და ევროპის კეთილგანწყობის შენარჩუნება, რადგან უკვე სანქციებით გვემუქრებიან”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები