დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პოლიცია ადგილზე მონასტრის დასაცავად არ ყოფილა, რამდენადაც მე მოვისმინე, თავად დედა სოსანამ გამოიძახა, რომ სხვა მონასტერში გადაეყვანათ

“პოლიცია ადგილზე მონასტრის დასაცავად არ ყოფილა, რამდენადაც მე მოვისმინე, თავად დედა სოსანამ გამოიძახა, რომ სხვა მონასტერში გადაეყვანათ”, – ამის შესახებ აქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილებას ეპარქიის მოქმედი მმართველი იღებს.

„პოლიცია ადგილზე მონასტრის დასაცავად არ ყოფილა. მონაზონი იმდენად საშიში იყო, რომ მონასტერი თავს ვერ იცავდა მისგან?.. რამდენადაც მე მოვისმინე, თავად დედა სოსანამ გამოიძახა პოლიცია, რომ, “კომენდანტის საათის პირობებში”, სხვა მონასტერში გადაეყვანათ. მას განუსაზღვრეს გარკვეული მონასტერი, იმ მონასტრიდან გაათავისუფლეს. ეპარქიის მოქმედი მმართველი იღებს ყველა გადაწყვეტილებას. მას განუმარტეს, რომ სხვა მონასტერში უნდა გადასულიყო“, – აღნიშნა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მარტვილის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, სოსანა ბოლქვაძე, რომელიც ჭყონდიდის ეპისკოპოსმა, მეუფე სტეფანემ წინამძღოლობიდან გადააყენა, წუხელ მონასტერში არ შეუშვეს და ღამის გათენება სხვა მონასტერში მოუწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები