ჯუანშერ ბურჭულაძე: არჩილ ტატუნაშვილმა გვიჩვენა, როგორ უნდა გამოვავლინოთ ვაჟკაცობა საზოგადოებრივი ვალდებულების შესრულების დროს
“არჩილ ტატუნაშვილმა გვიჩვენა, როგორ უნდა გამოვავლინოთ ვაჟკაცობა საზოგადოებრივი ვალდებულების შესრულების დროს”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
მინისტრი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად ძმათა სასაფლაოზე მივიდა.
„არჩილ ტატუნაშვილი მაგალითია როგორც სამხედროებისთვის, ისე – სამოქალაქო პირებისთვის. მან გვიჩვენა, როგორ უნდა მოვიქცეთ საომარ მდგომარეობაში, როგორ უნდა გამოვავლინოთ ვაჟკაცობა საზოგადოებრივი ვალდებულების შესრულების დროს“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
დღეს არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა. იგი 2018 წელს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს და ცხინვალის ე.წ. ციხეში წამებით მოკლეს.