პაატა იმნაძე: მედიას შეგიძლიათ, ვაქცინებისადმი უნდობლობა გაზარდოთ, ნახეთ NDI-ის კვლევა, ნახეთ – რას აკეთებს თქვენი დამოკიდებულება მოსახლეობასთან
“მედიას შეგიძლიათ, ვაქცინებისადმი უნდობლობა გაზარდოთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მედიას მოსახლეობის აზრზე ზემოქმედებაში დიდი როლი აქვს.
„თქვენ, მედიას შეგიძლიათ ყველაფერი – ისე, როგორც მე გამომიყვანეს ვაქცინაციის მოწინააღმდეგედ. წარმოიდგინეთ, მე მედიამ გამომიყვანა ვაქცინაციის მოწინააღმდეგედ. შესაბამისად, თქვენ ყველაფერი შეგიძლიათ. მედიას შეგიძლიათ, ვაქცინებისადმი უნდობლობა გაზარდოთ. ნახეთ NDI-ის კვლევა, ნახეთ – რას აკეთებს თქვენი დამოკიდებულება მოსახლეობასთან. ძალიან კარგად არის ეს გაანალიზებული NDI-ის კვლევაში. ამის შემდეგ იმოქმედეთ, როგორც სინდისი გიკარნახებთ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.