იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა

იუსტიციის ახალდანიშნული მინისტრი, რატი ბრეგაძე იუსტიციის სამინისტროში მუშაობას შეუდგა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, რატი ბრეგაძეს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ პოსტზე დანიშვნა მიულოცა და სამუშაო გარემო გააცნო.

“როგორც გოჩა ლორთქიფანიძემ აღნიშნა, იუსტიციის მინისტრთან მას წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და დარწმუნებულია, რომ უწყება მისი ხელმძღვანელობით კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

რატი ბრეგაძემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერმინისტრს მის მიმართ გამოხატული ნდობისათვის; იუსტიციის ყოფილ მინისტრებს – გოჩა ლორთქიფანიძესა და თეა წულუკიანს – გაწეული საქმიანობისათვის.

იუსტიციის ახალდანიშნული მინისტრის თქმით, მისი ძირითადი პრიორიტეტები იქნება ადამიანის უფლებების მაქსიმალური რეალიზების ხელშეწყობა, ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოება და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების კიდევ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები