პაატა იმნაძე: ხანდახან ისეთი ადამიანები კითხულობენ, 9 საათის შემდეგ კორონა აღარ დადის? გამიკვირდება ხოლმე, არ ვასრულებთ რეკომენდაციებს, ამიტომ ეს ერთადერთი ბერკეტია დარჩენილი
“ხანდახან ისეთი ადამიანები კითხულობენ, 9 საათის შემდეგ კორონა აღარ დადის? გამიკვირდება ხოლმე, არ ვასრულებთ რეკომენდაციებს, ამიტომ ეს ერთადერთი ბერკეტია დარჩენილი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადაადგილების შეზღუდვა მობილობის დაგდების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.
„კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაესვას, რომ ხანდახან ადამიანები კითხულობენ, ცხრა საათის შემდეგ კორონა აღარ დადის? გამიკვირდება ხოლმე. მესმის, როცა ამას ამბობენ, ჩვენდამი განსაკუთრებული დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან. მაგრამ ხანდახან ისეთი ადამიანებიც ამბობენ, რომ მართლა მიკვირს. ლაპარაკია ძალიან მარტივ რამეზე, ერთი ოჯახის წარმომადგენელი მეორე ოჯახისას არ შეხვდეს არასაჭირო, არაუცილებელი საქმისთვის. ვისაც საქმე აქვს რა თქმა უნდა, მათ არ ეხებათ. ექიმი დადის სამსახურში ღამის ცვლაშიც, ქარხნებიც მუშაობს. ლაპარაკია, რომ არ იყოს თავისუფალი გადაადგილება, რადგან გადაადგილების შეზღუდვა მობილობის დაგდების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. დღეს ერთადერთი ეს ბერკეტია დარჩენილი. სამწუხაროდ, პირბადის ტარება იქნება თუ დისტანციის დაცვა, არ ვასრულებთ. ამ ფონზე, ეს შეზღუდვაც რომ არ იყოს, ზუსტად ორ-სამ კვირაში ნოემბრის მონაცემებზე დავბრუნდებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.