ვოლოდინი: პოზნერთან დაკავშირებული ინციდენტით გამოჩნდა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში ყოფნა უსაფრთხო არ არის

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი თბილისში ვლადიმერ პოზნერთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ყოფნა უსაფრთხო არ არის.

ამის შესახებ მან Telegram არხზე დაწერა.

”პოზნერის თბილისში მოგზაურობის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა ღრმა კრიზისშია საქართველო. რადიკალიზმი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის შიდა პოლიტიკას და ეს, რა თქმა უნდა, კარგს არაფერს მოიტანს”, – დაწერა ვოლოდინმა.

მან გაიხსენა, რომ 2019 წელს ანალოგიური ინციდენტი მოხდა სერგეი გავრილოვთან დაკავშირებით.

”ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ ანადგურებს საქართველოს. ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენად სახიფათოა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის იქ ყოფნა”, – თქვა ვოლოდინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები