გია ვოლსკი: ოპოზიცია ყველა საკითხს იყენებს, რომ საქართველო ტურბულენტურ ზონაში დარჩეს

“ოპოზიცია ყველა საკითხს იყენებს, რომ საქართველო ტურბულენტურ ზონაში დარჩეს”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა, ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შინაარსი ზუსტად აღწერს შექმნილ ვითარებას.

„პრემიერმინისტრის განცხადების შინაარსი ზუსტად აღწერს ვითარებას, რაც გვაქვს. ევროკავშირის სახელით კონკრეტული ადამიანი ჩამოვიდა, კონკრეტული მესიჯები ჩამოიტანა, მაგიდაზე მოგვარების გზები დადო და მიუღებელია ყველა ოპოზიციონერისთვის. ეს არის ძალა, რომელიც ცდილობს, როგორმე დესტაბილიზაცია მოახდინოს. ეს ეხება არა მხოლოდ მოლაპარაკებებს, არამედ – ნებისმიერ ისეთ საკითხს, როგორიცაა პანდემია. იმავეს ეცადნენ „ცე“ ჰეპატიტზე, ფაროსანაზე. ყველა საკითხს იყენებენ, რომ საქართველო ტურბულენტურ ზონაში დარჩეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დროს აღარ დაკარგავს არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე და მთლიანად ორიენტირდება ხალხის პრობლემებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები