შრომის ინსპექციის სამსახური სასტუმრო “ვინოტელში” გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შრომის ინსპექციის სამსახური სასტუმრო “ვინოტელში” გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
მათი ცნობით, იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდა და მიეცა მკაცრი გაფრთხილება აკრძალული ღონისძიების შეწყვეტის შესახებ.
“შრომის ინსპექციამ 31 მარტს, სასტუმრო “ვინოტელში” გამართულ ღონისძიებასთან დაკავშირებით მყისიერი რეაგირება შეტყობინების მიღებისთანავე მოახდინა.
ადგილზე განხორციელებული ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით აკრძალული საქმიანობა. სამართალდამრღვევი იურიდიული პირი 10 000 ლარით დაჯარიმდა და მიეცა მკაცრი გაფრთხილება აკრძალული ღონისძიების შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის სამართალდამრღვევის მიმართ განსაზღვრულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლის დაფიქსირების შემდეგ, საქმის მასალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა”, – ნათქვამია განცხადებაში.