აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოქვეყნებულ ანგარიშში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ადამიანის უფლებების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ეხმიანება

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით, დადებითად არის შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2020 წელს განხორციელებული ღონისძიებები ბავშვთა ქორწინების აღმოფხვრისა და საზოგადოების ცნობადობის ამაღლების მიმართულებით, მათ შორის პოლიციისთვის დროული მიმართვიანობის მნიშვნელობის საკითხზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს დეპარტამენტის მიერ სისტემატურად ხორციელდებოდა დისკრიმინაციის საკითხებზე პოლიციის ოფიცერთა გადამზადება.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები შესაბამის რეაგირებას ახდენენ ოჯახში ძალადობის ფაქტებზე, რამაც განაპირობა აღნიშნულ დანაშაულზე პოლიციისთვის მიმართვიანობის გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები