დავით ზალკალიანი: როგორც კი დასავლელი პარტნიორები მიუთითებენ ოპოზიციას პრობლემებზე, მაშინვე იწყება მათზე გააფთრებული თავდასხმა

“როგორც კი დასავლელი პარტნიორები მიუთითებენ ოპოზიციას გარკვეულ პრობლემებზე, მაშინვე იწყება მათზე გააფთრებული თავდასხმა”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, შეიქმნა ისეთი პარადოქსული სიტუაცია, როდესაც ოპოზიცია, ერთი მხრივ, დეკლარირებს, რომ არის პროდასავლური და ხელისუფლებას აბრალებს ანტიდასავლურ კურსს და, მეორე მხრივ, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები მათ მოუწოდებენ პარლამენტში შესვლისკენ, ისინი თავს ესხმიან მათ.

„ეს ვიხილეთ სწორედ იმ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისგან, რომლებიც მოლაპარაკებების მაგიდას უსხედან. ეს არის წარმოუდგენელი, პარადოქსული სიტუაცია. როდესაც მათ აწყობთ ის, რისი გაგონებაც დასავლელი პარტნიორებისგან უნდათ, მაშინ კრიტიკა არ ისმის, ხოლო როგორც კი დასავლელი პარტნიორები მიუთითებენ ოპოზიციას გარკვეულ პრობლემებზე, მაშინვე იწყება გააფთრებული თავდასხმა დასავლელ პარტნიორებზე. ეს არის მათი რეალური სახე და ჩვენ ძალიან კარგად ვიხილეთ აშშ-ის სენატში გამართულ მოსმენა, რომელზეც მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება 2012 წლიდან ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად წაიყვანოს საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ეს არის არამხოლოდ დეკლარირებული, არამედ გამყარებულია კონკრეტული ქმედებებითა და ფაქტებით. ამას ხომ ძალიან კარგად ხედავენ ჩვენი საზოგადოება და ჩვენი პარტნიორები, ამიტომ ძალიან არასერიოზულია ეს თავდასხმები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები