ანრი ოხანაშვილი: ოპოზიციამ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ თუ არ იქნებოდა საკითხი რიგგარეშე არჩევნებზე, ისინი შეთანხმებას ხელს არ მოაწერდნენ
“ოპოზიციამ ულტიმატუმი წაუყენა ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ თუ არ იქნებოდა საკითხი რიგგარეშე არჩევნებზე, ისინი შეთანხმებას ხელს არ მოაწერდნენ, ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ხელი ვინ არ მოაწერა ხელი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ულტიმატუმებით დაიწყო და ასევე დაასრულა.
„ჩვენ დავსხედით მოლაპარაკებათა მაგიდასთან. მზად ვიყავით, იქ ჩამოთვლილ ყველა პუნქტზე გვემსჯელა, ხელი მოგვეწერა. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით იყო მოსაზრებები, რაც უნდა დაზუსტებულიყო, რომ საბოტაჟის განხორციელების უფლება არავის ჰქონოდა, არც ოპოზიციას, არც „ქართულ ოცნებას“. ოპოზიციამ როგორც დაიწყო ულტიმატუმით საუბარი, ასეთივე ულტიმატუმით დაასრულეს. მათ ულტიმატუმი წაუყენეს ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ თუ არ იქნებოდა საკითხი რიგგარეშე არჩევნებზე, ისინი შეთანხმებას ხელს არ მოაწერდნენ. ახლა თქვენ გადაწყვიტეთ, ხელი ვინ არ მოაწერა ხელი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.