თენგიზ ცერცვაძე: ცნობადი სახეების აცრამ გამოიწვია იმ უნდობლობის შემცირება, რაც ვაქცინის მიმართ იყო

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ცნობადი სახეების აცრამ გამოიწვია იმ უნდობლობის შემცირება, რაც ვაქცინის მიმართ იყო.

მისი თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მოთხოვნა გაიზარდა.

“ცნობადი სახეების აცრამ გამოიწვია სწორედ, იმ უნდობლობის შემცირება, რაც იყო ვაქცინის მიმართ. აბა, ახლა რა გგონიათ თქვენ, 15 მარტიდან 26 მარტამდე სულ 400 კაცი იყო აცრილი. ახლა 5 დღეში, მგონი, 5000 კაცია აცრილი. ვთვლი, რომ სამედიცინო სექტორმა კარგად იმუშავა, დადო მტკიცებულებები, მოცემულობები, რომ სასიკვდილო შემთხვევა მილიონში ერთი შეიძლება, იყოს და არ შეიძლება, ამან პროცესი შეაყოვნოს, ვინაიდან რისკისა და სარგებლის შეფარდება აშკარად სარგებლის სასარგებლოდაა, მეორე კარგი საქმე ცნობადმა სახეებმა გააკეთა”, – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები