მამუკა მდინარაძე: ოპოზიციიდან ვიღაცამ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თქვას: არ შეიძლება, ამ ქვეყანაში ქვეყნისა და საზოგადოებრივი ინტერესების საბოტაჟით ვიყოთ დაკავებული

ოპოზიციიდან ვიღაცამ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თქვას: არ შეიძლება ამ ქვეყანაში ქვეყნისა და საზოგადოებრივი ინტერესების საბოტაჟით ვიყოთ დაკავებული, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ვითარებას ამწვავებს.

„საზოგადოებამ იცის, რომ მათი მხრიდან ერთი კომპრომისული ნაბიჯი დასახელებული არ ყოფილა. ისინი ამბობდნენ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან რომ ისხდნენ, ეს იყო კომპრომისი. შემდეგ თქვეს, რომ ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზებზე საუბრობდნენ და ეს იყო კომპრომისი. გუშინ ამბობდნენ, რომ რაღაც პუნქტებზე ვეთანხმებოდითო და ის პუნქტები კომპრომისული ჩვენი მხრიდან იყო, მათ კი არ წარმოუდგენიათ! ჩვენს კომპრომისებს რომ ეთანხმებოდნენ, ეს ყოფილა ოპოზიციის კომპრომისი. წარმოიდგინეთ, სიტყვების ლაბირინთში როგორ იკარგებოდნენ და როგორ ცდილობენ, თავი აარიდონ მთავარ კითხვას – ერთი კომპრომისული ნაბიჯი გადმოდგეს თუ არა? ასეთი ბუნებაში არ ყოფილა. ბუნებრივია, პასუხისმგებლობაც შესაბამისია.

არსებული ვითარების ფონზე ოპოზიციიდან ვიღაცამ მაინც უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და თქვას: არ შეიძლება ამ ქვეყანაში ქვეყნისა და საზოგადოებრივი ინტერესების საბოტაჟით ვიყოთ დაკავებული. ეს თუ ვერ შეძლეს, ეს ხელოვნური კრიზისი იქნება სულ და არ წაადგება, მათ შორის კრიზისს, რომელიც პანდემიიდანაა გამოწვეული“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები