ცხინვალში თბილისის შეთავაზებას მოსახლეობის აცრის შესახებ “ფარისევლური” უწოდეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ “ფარისევლური” უწოდა თბილისის შეთავაზებას მოსახლეობის ვაქცინაციაში დახმარების გაწევის შესახებ.

“დაანონსებულმა ინიციატივამ სამხრეთ ოსეთში გაკვირვება გამოიწვია. განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უდიდესი შეშფოთება. კმარა ფარისევლობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სიტუაცია COVID-19- სა და ვაქცინაციასთან დაკავშირებით ე.წ. რესპუბლიკის ხელმძღვანელობას საიმედო კონტროლზე აქვს აქვს აყვანილი.

მათ “გაატარეს ყველა საჭირო ღინისძიებები საკუთარი ხალხის დასაცავად და სამხრეთ ოსეთს ამ მხრი პრობლემები არ აქვს”.

”სამხრეთ ოსეთი სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ამ ხნის განმავლობაში მეზობელი სახელმწიფოს არცერთ გადაწყვეტილებას ჩვენს ტერიტორიაზე იურიდიული ძალა არ აქვს”, – ნათქვამია შეტყობინებაში.

თბილისის წინადადებაზე ანალოგიური განცხადება გაკეთდა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ “საქართველოს დახმარება არ სჭირდებათ” და რომ გაკეთებული განცხადება მორიგი პიარ-აქციაა. ასევე, ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაციაში თქვეს, რომ მოსახლეობას მხოლოდ რუსული ვაქცინით აცრიან და სხვა ქვეყნების პრეპარატს ე.წ. რესპუბლიკაში არ შეიტანენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები