“დღეს რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის, ამის საფუძველი შევქმენით ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“, როცა უფლებამოსილება არ შევუწყვიტეთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მხარეებმა სახელმწიფოებრივი ინტერესებით უნდა იხელმძღვანელონ.
„შევახსენებ საზოგადოებას, ის, რომ დღეს ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან ზის (და ამას კომპრომისს ეძახიან), ამის საფუძველი შევქმენით ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“, როცა უფლებამოსილება არ შევუწყვიტეთ. ჩვენ რომ ოპოზიციის დეპუტატებისთვის უფლებამოსილება შეგვეწყვიტა, მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას აზრი აღარ ექნებოდა. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, ვგრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას, ვგრძნობთ და ჩვენი გადაწყვეტილებები ნაკარნახებია იმით, რომ არ შევქმნათ რაიმე ფორმის კრიზისი, რისი შექმნის მცდელობაც მათ აქვთ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელი – კრისტიან დანიელსონი მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ სპექტრს გაერთიანებულ ფორმატში ხვდება.