ნათია თურნავა: უკვე  ვფიქრობთ სახმელეთო საზღვრების გახსნაზე, რათა ტურისტი შემოვიდეს და ეროვნული ვალუტა გამყარდეს

“უკვე  ვფიქრობთ სახმელეთო საზღვრების გახსნაზე, რათა ტურისტი შემოვიდეს და ეროვნული ვალუტა გამყარდეს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ლარის კურსის მდგრადობის განმტკიცების მიზნით, პრივატიზაციის პროცესი ჩქარდება.

„ერთ-ერთი ძალიან აქტუალური საკითხი ყოველთვის და დღესაც, რა თქმა უნდა, ლარის კურსია. სწორედ ამიტომ ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, რათა უცხოური და ზოგადად ინვესტიციები, რაც ეკონომიკის მდგრადობას განამტკიცებს, ასევე განამტკიცებს ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგრადობას. ესეც ერთ-ერთი ნაბიჯია.

მეორე ნაბიჯი არის ტურიზმისთვის მიმოსვლის გახსნა. ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ როგორც კი მოგვეცემა საშუალება ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სახმელეთო საზღვრებსაც გავხსნით, რათა ტურისტი შემოვიდეს და აქ დახარჯოს რესურსი, უცხოური ვალუტა შემოვიდეს და გაამყაროს ჩვენი ეროვნული ვალუტა. ზოგადად, ამ ყველაფერს ნეგატიურ დაღს ნეგატიური მოლოდინები ასვამს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები