ბრძოლა “ტიტულისთვის” – ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სასამართლოს წინაშე წარდგება

კრასნოდარის ოლქის პროკურატურამ ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდის, კობა ძიძიშვილის, იგივე “კობა კრასნოდარსკის” წინააღმდეგ გამამტყუნებელი დასკვნა დაამტკიცა, რომელიც დანაშაულებრივი დაჯგუფების იერარქიაში მაღალი მდგომარეობის დაკავებას გულისხმობს.

საქმეზე ბრალდებულმა “კანონიერი ქურდის” სტატუსი 2012 წელს მიიღო. გამოძიების თანახმად, ძიძიშვილმა პირველი დანაშაული ჯერ კიდევ 1992 წელს ჩაიდინა და დანაშაულებრივ იერარქიაში უმაღლესი “წოდების” დაკავებას ცდილობდა, ანუ გამხდარიყო ე.წ. კანონიერი ქურდი.

კობა ძიძიშვილი აქტიურად კონტაქტობდა კრიმინალური ტრადიციების მიმდევრებს, რომელთაგანაც მიიღო ცოდნა დანაშაულებრივი იერარქიის შესახებ, კრიმინალური სუბკულტურის წესებისა და ტრადიციების შესახებ. ბრალდების თანახმად, 2012 წელს საბერძნეთში გაიმართა დანაშაულებრივი იერარქიის უმაღლესი “თანამდებობის პირთა” შეხვედრა, სადაც კობა ძიძიშვილი ე.წ. კანონიერ ქურდად იქნა აღიარებული და მისი გავლენის ზონად განისაზღვრა როსტოვის ოლქი, ადიღეის რესპუბლიკა და კრასნოდარის მხარე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები