ლევან დავითაშვილი ისნის რაიონში ახალი სკვერის გახსნას დაესწრო

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ლევან დავითაშვილი ამავე რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ახალი სკვერის გახსნას დაესწრო.

ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

„ქალაქის უბნების გამწვანება ჩვენი ერთ – ერთი პრიორიტეტია. მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და, განსაკუთრებით, მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის. დღესვე შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები დავსახეთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროექტის ფარგლებში, სკვერში დამონტაჟდა ლედ განათების სისტემა, დასასვენებელი სკამები და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები